"რუსთავი 2"-ის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა940 2016.11.22
"რუსთავი 2"-ის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა
უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისგან. დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები. "რუსთავი 2" უზენაესი სასამართლოსგან იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.