რომის პაპმა კათოლიკე მღვდლებს აბორტის მიტევების უფლება მიანიჭა1200 2016.11.22
რომის პაპმა კათოლიკე მღვდლებს აბორტის მიტევების უფლება მიანიჭა
CNN–ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რომის პაპმა ორშაბათს, საკუთარ ეპისტოლეში განაცხადა, რომ სასულიერო პირებს აბორტის მიტევების უფლება უნდა ჰქონდეთ. კათოლიკებისთვის აბორტი ერთ–ერთი ყველაზე მძიმე, მიუტევებლი ცოდვაა, რომლის ჩადენაც ეკლესიისაგან განკვეთით ისჯება. გამონაკლისის სახით, მხოლოდ მიტევების წელიწადში, აბორტის ცოდვის მიტევება დაშვებული იყო. თუმცა, რომის პაპმა ფრანცისკემ შენდობის მიღების შესაძლებლობა აღმსარებლებს სამუდამოდ მიანიჭა. კათოლიკებისათვის აბორტი სულიერ ბოროტებად მიიჩნევა. საუკუნეების განმავლობაში, გამონაკლისის გარეშე, ეს ცოდვა უმძიმესი საეკლესიო სასჯელით ისჯებოდა. პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ მიუხედავად ცოდვის ამხელა სიმძიმისა უფლის კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის და თუ ის გულით ითხოვს შენდობას არავის აქვს უფლება უარი უთხრას.