თავდაცვის სამინისტრო კვლავ გაიწვევს წვევამდელებს803 2016.11.07
თავდაცვის სამინისტრო კვლავ გაიწვევს წვევამდელებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო გაწვევა არ გაუქმდება. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან წვევამდელების გაწვევა, ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინიციატივით იყო გაუქმებული. იზორიას განცხადებით, წვევამდელების გაწვევის აღდგენის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიიღეს. მისი თქმით, განვითარებადმა ქვეყნებმა წვევამდელების ინსტიტუტი გაუქმების შემდეგ ისევ აღადგინეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია ჯარი დაკომპლექტებული და კარგად მომზადებული იყოს. ამასთან წვევამდელების გაწვევა ბევრად იაფია ვიდრე საკონტრაქტო სისტემა. იგეგმება ცვლილებებიც, წვევამდელებს შეეძლებათ უქმე დღეების გამოყენება, მათი მომზადების დონე იქნება უფრო მაღალი ვიდრე აქამდე და ანაზღაურდება თვეში 50 ლარით შვიდი ლარის ნაცვლად.