კოლორადოში მარიხუანას ლეგალიზებამ 18,000 სამუშაო ადგილი შექმნა751 2016.11.03
კოლორადოში მარიხუანას ლეგალიზებამ 18,000 სამუშაო ადგილი შექმნა
გასულ წელს კოლორადოში, მარიხუანას ინდუსტრიამ 18,000–ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ეკონომიკას კი 2015 წელს 2.4 მილიარდი დოლარი შემატა. კვლევა Marijuana Policy Group–მა კოლორადოს შტატში ორ წლიან გაყიდვებზე დაყრდნობით ჩაატარა. ლეგალური მარიხუანას ბრუნვამ გავლენა იქონია სხვა ადგილობრივი საქონლის და სერვისების რეალიზაციაზეც, მწარმოებლები ქირაობენ სასაწყობე ფართებს, ყიდულობენ განათებას, სარწყავ აღჭურვილობას და ა.შ რეალიზატორები ავტომატურად დაკავშირებული ხდებიან სხვა პირებთანაც– იურისტებთან, კონტრაქტორებთან, ბუღალტრებთან რათა საკუთარი ბიზნესი განავითარონ, რაც საბოლოო ჯამში ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას უწყობს ხელს. "თუ ეს გაკეთდება სწორად, თუ სახელმწიფო ან შტატი დაგეგმავს სწორად, თუ მოხდება მუშაობა სწორად, რეგულირება, დაბეგვრა, ინდუსტრია რეალურ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს შტატს”, - ამბობს კვლევის თანაავტორი ადამ ორინსი.