იუსტიციის საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ პირველად დანიშნა!1155 2016.10.28
იუსტიციის საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ პირველად დანიშნა!
საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მიხედვით დღეს საქართველოში პირველად განხორციელდა მოსამართლეთა უვადო გამწესება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 12 მოსამართლე ღია კენჭისყრის წესით უვადოდ (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) დანიშნა. ღია კენჭისყრის პროცესს ესწრებოდნენ მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კენჭისყრის შედეგად დაინიშნენ: გიორგი მიროტაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია. ნატალია ნაზღაიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. მურთაზ მეშველიანი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. ხათუნა ხომერიკი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა. ლევან მიქაბერიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. ნანა ჭიჭილეიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგი ციცინო კიკვაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში. გოჩა ფუტკარაძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. ნინო შარაძე - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. გერმანე დადეშქელიანი - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. მერაბ ღვინიაშვილი - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ნანა ჯანხოთელი - ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში.