მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა788 2016.10.27
მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
მსოფლიო ბანკის რეიტინგში, საქართველო გაუმჯობესებული 5 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი) კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი) მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი) ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი) მშენებლობის ნებართვა (მე-8 ადგილი) ► საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით► მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოს ტოპ რეფორმატორი ქვეყნების ათეულში შედის. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზეა. ამის შესახებ ცნობას საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.