სასკოლო სახელმძღვანელოების წონაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება967 2016.10.26
სასკოლო სახელმძღვანელოების წონაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,2017 წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების წონაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. სკოლის მოსწავლეების ჩანთის მაქსიმალური წონა 3 კილოგრამი უნდა იყოს. 1-3 კლასში თითო სახელმძღვანელო 300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს და მხოლოდ 10%-იანი მატებაა დასაშვები. 3-6 კლასის ჩათვლით თითოეული სახელმძღვანელო 400 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. აქაც დასაშვებია 10%-იანი მატება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა “ სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის სამინისტროს ურჩია, რომ სახელმძღვანელო დაიბეჭდოს სპეციალურ ქაღალდზე. თითო წიგნი არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს. დაწყებითი კლასის მოსწავლის ჩანთა კი 3 კილოს არ უნდა აღემატებოდეს. სოციალურ მედიაში პეტიციაც გავრცელდა, რომლითაც მოსახლეობა ხელისუფლებას სასკოლო წიგნების წონის რეგულაციას სთხოვდა. პეტიცია პრემიერის, განათლების მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე იყო შედგენილი. დღეს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ რეგულაციებზე მუშაობა დაწყებულია და მომდევნო სასწავლო წლისთვის ამოქმედდება. როგორც განათლების სამინისტროს საკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონია აცხადებს, 2017 წლიდან ბავშვები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულ წიგნებს მიიღებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტით, სკოლის მოსწავლის ჩანთის სიმძიმე ბავშვის წონის 10%-ს არ უნდა აჭარბებდეს. საქართველოში კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ყოველდღიურად 8-9 კილოგრამის სიმძიმის ზურგჩანთების ტარება უწევთ. ექიმების განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ყველაზე გავრცელებული გართულება ხერხემლის გამრუდებაა.