ამერიკაში ხე დააპატიმრეს849 2016.10.26
ამერიკაში ხე დააპატიმრეს
ამერიკაში ხის ფორმაში ჩაცმული მოქალაქე საცობის გამოწვევის გამო დააკავეს. ის მთლიანად ტოტებით იყო დაფარული და ძალიან ნელა გადაადგილდებოდა გადასასვლელზე, რამაც მოძრაობა გაართულა. პოლიცია მას ჯერ ქუჩის მეორე მხარეს გადასვლაში დაეხმარა და შემდეგ დააკავა. აშერი, რომელსაც ხალხმა ხე–კაცი შეარქვა ახლა განთავისუფლებულია. პოლიციის განყოფილებაში ექვსი საათი გაატარა, რასაც დიდ გამოცდილებად აფასებს. მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ხუთი ქუჩის გადაკვეთას აპირებდა, თუმცა მესამე გადაკვეთისას დააკავეს. ASHER Woodworth-ის მიზანი ადამიანების გაოცება იყო, უნდოდა კიდევ ერთხელ დაეფიქრებინა ისინი საკუთარი შეხედულებებზე. კოსტუმი ნამდვილი ხისგანაა დამზადებული და მის მორგებას რამოდენიმე საათი დასჭირდა. "ხეებთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ, აღვიქვამ მათ ისე როგორც სულიერ ნათესავებს"–აცხადებს აშერი. კოსტუმისათვის შთაგონების წყარო ფოტოგრაფ Charles Freger-ის ფოტო გახდა.