მომავალი წლიდან გარემოს დანაგვიანება ინსპექტორის მიერ დაჯარიმდება.1075 2016.10.24
მომავალი წლიდან გარემოს დანაგვიანება ინსპექტორის მიერ დაჯარიმდება.
შპს თბილსერვის ჯგუფის დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე თბილსერვისის ახალ ინიაციატივაზე საუბრობს. დოლიძის თქმით, იგეგმება ქვეითი დასუფთავების ინსპექციის შემოღება. ინსპექციის დანიშნულება გარემოს დაბინძურების გამო ფეხით მოსიარულეთა დაჯარიმება იქნება. ინსპექტორი კამერით ივლის ქუჩებში და ასახავს ქუჩის დანაგვიანების ფაქტებს. დავით დოლიძემ აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე დასუფთავების ინსპექცია ცენტრალურ, ტურისტებით უფრო მეტად დატვირთულ ქუჩებზე იმუშავებს. მოქალაქის გაჩერებისა და დაჯარიმების უფლება, შსს–თან იურიდიული და ტექნიკური საკითხების შეთანხების შემდეგ, ინსპექციამ უკვე მოიპოვა. დოლიძის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფში“ არსებობს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც 10 ეკიპაჟისაგან შედგება, 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ძირითადად სამშენებლო კომპანიებს აჯარიმებს. სამშენებლო ნაგავი ისეთ ტერიტორიაზე იყრება სადაც მათი დაყრა იკრძალება, რის გამოც ბევრი კომპანია ჯარიმდება, თუმცა არსებული 10 ეკიპაჟი საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ ახალი წლიდან ქვეითი დასუფთავების ინსპექცია იფუნქციონირებს და გარემოს დაბინძურების ფაქტებს აღკვეთს. ამ საკითხზე დავით დოლიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა”ისაუბრა.