გაქცეულმა პატიმარმა 45 დღიანი თავისუფლებისას ცოლის მოყვანა მოასწრო798 2016.10.24
გაქცეულმა პატიმარმა 45 დღიანი თავისუფლებისას ცოლის მოყვანა მოასწრო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაქცეულმა ოთარ ვარამაშვილმა ხელახალ დაკავებამდე დაქორწინება მოასწრო. ის სწორედ ქორწილის აღსანიშნავი შეკრებიდან, რესტორანში ყოფნისას აიყვანეს. გაქცეულისასჯელს ქურდობის და ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა.იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში გადაყვანის დროს გაიქცა. როგორც ირკვევა გაქცევა მან წლების წინ დაგეგმა და წელს განახორციელა. რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცევა ვარამაშვილმა პურისგან გაკეთებული ხელყუმბარის გამოყენებით შეძლო. პრესაში ვარამაშვილის წერილი გავრცელდა რომელიც მან გადაცემა "იმედის დროს" გაუგზავნა. “დიდი ხანი ვემზადებოდი, თავისუფლების წყურვილი მამოძრავებდა, ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ციხეში უფრო ბევრი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე გარეთ. ჩემი მთელი ავლა-დიდება ჩემი ოჯახია: დედა, მამა და და. როგორც ავღნიშნე, ვემზადებოდი გასაქცევად და პურისგან გავაკეთე ხელყუმბარა, რათა დრო მომეგო . შევძელი ამ ხელყუმბარის გამოტანა ციხიდან და შევქმენი ფონი, რომ სუსტად ვიყავი. საბადრაგო სამსახურმა მომადუნა ყურადღება და გავიქეცი ყველაზე მკაცრი ციხიდან. შემდეგ გავიგე, რომ ბადრაგის თანამშრომლებიც დაუკავებიათ. არადა ეს ადამიანები რა შუაში არიან. ყველაფერი მარტომ დავგეგმე და განვახორციელე. თუმცა პროკურორი მეუბნება, რომ შეთანხმებული ვიყავი ვინმესთან და გაქცევაში მომეხმარნენ. ეგეთი რამ არ ყოფილა.ისევ სახლში ვარ, ვდარდობ ჩემს მეუღლეზე, რომელიც ჩემზე მეტად განიცდის ჩემს დაჭერას. ღმერთმა მომცა შანსი და ცოლი მოვიყვანე. დიახ, ამ ორ თვეში როცა გავიქეცი სასამართლოდან ცოლი მოვიყვანე და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს რომ მალე გავალ ციხიდან და როგორც სხვები მეც ისე მშვიდად ვიცხოვრებ"- წერს ვარამაშვილი. მას სავარაუდოდ ციხეში კიდევ 7-8 წლის გატარება კიდევ მოუწევს.