ისტორიაში ყველაზე ძლიერი ჰაკერული შეტევის შედეგად პოპულარული საიტები გაითიშა2098 2016.10.21
ისტორიაში ყველაზე ძლიერი ჰაკერული შეტევის შედეგად პოპულარული საიტები გაითიშა
კიბერდანაშაული თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაუჭრელი პრობლემაა. ყოველდღიურად არა ერთი კომპანია და ფიზიკური პირი ხდება ჰაკერების მსხვერპლი. ე.წ. DDOS შეტევა ერთ-ერთი ყველაზე ზიანის მომტანი კიბერდანაშაულია, რის შედეგადაც მსხვერპლი საიტების სრული პარალიზება ხდება და მომხმარებლისათვის მათზე წვდომა იზღუდება. ისტორიაში ყველაზე "DDOS" დიდი შეტევა პოპულარულ საიტებზე ახლახანს განხორციელდა, რის შედეგადაც გაითიშა ისეთი პოპულარული საიტები როგორებიცაა:Twitter, SoundCloud, Spotify, Shopify,SaneBox, Reddit, Box, Github, Zoho CRM, PayPal, Airbnb, Freshbooks, Wired.com, Pinterest, Heroku და Vox Media. საიტებზე თავდასხმა რამდენიმე საათის წინ განხორციელდა, რის შედეგადაც უმრავლეს მათგანთან მთლიანად, ხოლო ზოგიერთთან ნაწილობრივ შეიზღუდა წვდომა. DDOS შეტევა ხდება მომხმარებელთა დიდი რაოდენობის კონკრეტული სერვერების მიმართ მიქცევით, რის შედეგადაც სერვერი ვეღარ უძლებს მომხმარებელთა დიდ რაოდენობას, ხდება მისი პარალიზება და ვეღარ უზრუნველყოფს მომხმარებელთა წვდომას აღნიშნულ სერვერზე განთავსებულ საიტებთან. შესაბამისად, მსგავსი ტიპის კიბერდანაშაულს გააჩნია დამანგრეველი ეფექტი ინტერნეტ რესურსებისათვის. აღსანიშნავია, რომ ასეთიტიპის თავდასხმები საკმაოდ გავრცელებულია და იგი რუსეთის მხრიდანაც ხორციელდებოდა საქართველოს სამთავრობო საიტების მიმართ 2008 წელს აგვისტოს ომის დროს. შეგახსენებთ, რომკიბერდანაშაულის საკითხების მთავარ მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს ევროპის საბჭოს 2001 წლისკონვენცია კიბერ დანაშაულის შესახებ,რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2012 წელს მოახდინა. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს კიბერ სივრცეში ჩადენილ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლის დასჯადად გამოცხადება ევალება კონვენციის ყველა წევრ სახელმწიფოს. საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები:კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხ.284), კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.აღნიშნულთან ერთად, დანაშაულს წარმოადგენს ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერ ფორმით (მათ შორის ონლაინ), (სსკ– მუხ. 255, ნაწ.2), ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და კიბერ საშუალებებით ჩადენილი ტერორიზმი. (სსკ. მუხ.3241). 2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერასაქართველოს კიბერ უსაფრთხოების სტრატეგიას 2013–2015 წლებისთვის, რომელიც წარმოადგენს კიბერ უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს. სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაწერილია დაგეგმილი ღონისძიებები, ისევე ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე. უცნობია თუ რა ეტაპზეა საქართველოს კიბერ უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელების პროცესი, შესაბამისად, საინტერესოა მზად არის თუ არა საქართველო ახალი გამოწვევებისათვის, რომელიც კიბერდანაშაულის სახით მოგვევლინა.