აზომვითი ნახაზის საფასურის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების პროცედურები958 2016.10.21
აზომვითი ნახაზის საფასურის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების პროცედურები
1. მიაკითხეთ თქვენი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს. 2. აუხსენით მას რისი რეგისტრაცია და აჩვენეთ ის საბუთები,რომლებიც გაქვთ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე. 3. მოითხოვეთ ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა, გაეცანით და ხელი მოაწერეთ მას ამზომველთან ერთად. 4. აჩვენეთ ადგილზე მიწის ნაკვეთი ამზომველს.ზუსტად მიუთითეთ სად მდებარეობს თქვენი ნაკვეთი 5. დათქმულ დროს მიაკითხეთ ამზომველს,მიიღეთ ხელზე აზომვითი ნახაზი, დისკი და გააფორმეთ სამუშაოს შესრულების მიღება–ჩაბარების აქტი. 6. გამოართვით ამზომველს ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები. 7. საჯარო რეესტრში ჩააბარეთ უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი და ყველა ის დოკუმენტი, რაც გადმოგცათ ამზომველმა. ხელშეკრულება მიღება–ჩაბარების აქტი ხარჯების ამსახველი დოკუმენტი ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები 8. თუ თქვენი მიწა დარეგისტრირდა, საჯარო რეესტრი ყველა საჭირო საბუთს თვითონ გადააგზავნის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. 9. ამის შედეგად, ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება პირდაპირ ჩაერიცხება სახელმწიფოს მიერ. წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო