ჰილარი კლინტონს ავეჯის მოპარვაში ადანაშაულებენ!828 2016.10.19
ჰილარი კლინტონს ავეჯის მოპარვაში ადანაშაულებენ!
nypost.com–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰილარი კლინტონს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ავეჯის წაღებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიხედვით კლინტონმა მოიპარა ავეჯი საკუთარი, ვაშინგტონის სახლის გასაფორმებლად. საქმის დეტალებიFBI–ის კლინტონის დაცვის ყოფილმა წევრმა გააცნო. როგორც წყარომ FBI–ს განუცხადა, კლინტონმა და მისმა თანამშრომლებმა დეპარტამენტიდან ნათურები და სხვა ნივთები წაიღეს. ნივთების ტრანსპორტირება კლინტონის ვაშინგტონის რეზიდენციაში მოხდა. აგენტს არ აქვს ინფორმაცია დაუბრუნდა თუ არა ნივთები სახელმწიფოს. სახელმწიფო დეპარტამენტმა კატეგორიულად უარყო ბრალდებები კლინტონის მისამართით და განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონმა წაიღო მხოლოდ ის ქონება, რაც მას ეკუთვნოდა.