მთავრობამ  „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა!2155 2016.10.19
მთავრობამ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა!
30 სექტემბრის N1999 განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის ნებართვა გასცა. „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე, თანხმობასს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიიღო. ხეების მოჭრაელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით მოხდება. განკარგულების თანახმად, მოჭრის ნებართვა გაცემულიასაქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგ სახეობებზე: ა) კაკლის ხე–47(ორმოცდაშვიდი) ინდივიდი; ბ) ჩვეულებრივი წაბლი – 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ინდივიდი; გ) კოლხური მუხა – 105 (ას ხუთი) ინდივიდი; დ) უთხოვარი – 3 (სამი) ინდივიდი; ე) მცირენაყოფიანი ბალამწარა– 4 (ოთხი) ინდივიდი. განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომსს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია: ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში– გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.