გსურთ მოაგვაროთ ალიმენტის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები?!1881 2016.10.10
გსურთ მოაგვაროთ ალიმენტის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები?!
სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება როგორც წესი, არ წარმოადგენს პრობლემას. პრობლემები იწყება შემდეგ ეტაპზე, როდესაც მოდის ალიმენტის გადახდის ვადა და არ ხდება დაკისრებული ვალდებულების შესრულება. პირველრიგშიგანვმარტოთალიმენტისცნება– იურიდიულადესაახარჯი, რომელსაცოჯახსმოშორებულიპირიკანონისძალითსარჩენადუხდისთავისიოჯახისშრომისუუნარო ანარასრულწლოვანწევრებს(შვილებს, მშობლებს, მეუღლეს) აქვეუნდააღინიშნოს,რომალიმენტისგადახდისგანთავისარიდებაიწვევსსისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. იმშემთხვევაშითუ, თქვენიოჯახისწევრსაქვსდაკისრებულიალიმენტისგადახდადათქვენვერიღებთამთანხასუნდა მიმართოთაღსრულებისეროვნულბიუროსდაწარადგინოთშემდეგიდოკუმენტაცია: განცხადება სასამართლოსგადაწყვეტილება (დამოწმებულიასლი) სააღსრულებოფურცელი (დედანი) განმცხადებლისპირადობისდამადასტურებელიდოკუმენტი რწმუნებულება/მინდობილობა(დედანი) (წარმომადგენლობისშემთხვევაში) საბანკორეკვიზიტები, სადაცუნდამოხდესალიმენტისთანხისგადარიცხვა. რისშემდეგაცაღსრულებისეროვნულიბიუროთავადუზრუნველყოფსმოვალისაგანამთანხის გადახდევინებას. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი როგორ წესრიგდება მშობლებზე ალიმენტის დაკისრების საკითხი საქართველოში და სხვა ქვეყნებში. საქართველოს კანონმდებლობით არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ნორვეგიასადაფინეთში სასამართლო ფორმალურად არის ჩართული ალიმენტის დადგენის პროცესში. გადაწყვეტილების გამოტანამდე ჯერ მშობლებს ეძლევათ უფლება, თავად შეთანხმდნენ თანხის ოდენობაზე, რასაც შემდგომში გაითვალისწინებენ ალიმენტის გადახდის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი შესაბამისი ორგანოები. გერმანიასადაავსტრიაში სასამართლო არაკანონიერად მიიჩნევს მშობლებს შორის შეთანხმებულ დაწესებულ სტანდარტზე ნაკლებ ოდენობასდაზრდის მას. ავსტრიის და გერმანიის სასამართლოები მკაცრად იცავენ ოფიციალურ გზამკვლევს, რომელიც შემუშავებულია იურისტთა ასოციაციების მიერ და საფუძვლად უდევს დაუქორწინებელი მშობლების შვილის რჩენისათვის კანონით განსაზღვრული მინიმუმი. ესტონეთში სასამართლოს შეუძლია ალიმენტის ოდენობის შემცირება, თუ გადამხდელ მშობელს კიდევ ჰყავს სხვა შვილი, რომლის ფინანსურად უზრუნველყოფაც არ შეუძლია ისევე, როგორც იმისი, ვისაც უხდის ალიმენტს. გერმანიისა და საფრანგეთის კანონმდებლობით ალიმენტის გადამხდელის გარდაცვალება არ იწვევს ალიმენტის შეწყვეტას - ალიმენტის გადახდა ეკისრება პირს, ვისაც მემკვიდრეობით ერგო გარდაცვლილის ქონება. ალიმენტის გადაუხდელობის პრობლემაცყველა ქვეყანაში გვხვდება. ამ მხრივ ევროპის ქვეყნების პოლიტიკა, უმთავრესად, მიმართულია საალიმენტო დავალიანების დაფარვისა და შემდგომში გადახდისგაგრძელების და არა დაუყოვნებელი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისაკენ. თუიმ პირთან, რომელიც თავს არიდებს ალიმენტის გადახდას, მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა გადახდის ნორმალური სქემის აღდგენა, იწყება იძულებითი ზომების განხორციელება, რომელიც პირველ ეტაპზე გულისხმობს ალიმენტის მიბმას ხელფასზე . მეორე ეტაპზე ალიმენტის დაკავება ხდება საბანკო ანგარიშებიდან, დანაზოგიდან, პენსიიდან; ალიმენტის გადახდის უზრუნველსაყოფად ხდება აქტივების ამოღება და გაყიდვა; დასაშვებია პასპორტის ან ავტომობილის მართვის მოწმობის ჩამორთმევა; სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება; პატიმრობა. უცხო ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკა ალიმენტის საკითხებზე ყურადსაღებია და სასურველია მათი გამოცდილებისა და ამ პრობლემასთან ბრძოლის მეთოდების გათვალისწინება.