პოლონეთის პარლამენტმა აბორტის ამკრძალავი კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვა!923 2016.10.06
პოლონეთის პარლამენტმა აბორტის ამკრძალავი კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვა!
პოლონეთის პარლამენტმა მოსახლეობის მოთხოვნებს, აბორტის ამკრძალავი კანონპროექტის შესახებ, მხარი დაუჭირა და მის მიღებაზე უარი თქვა. მთავრობის განცხადებით, პროტესტმა აბორტის აკრძალვის საკითხზე მინისტრებს "აზროვნებისათვის საკვები" მიაწოდა. პოლონეთში უკვე არსებული ნორმები აბორტთან დაკავშირებით, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ნორმებად მიიჩნევა. პოლონეთის კანონმდებლობა აბორტს ნებისმიერი მიზეზით კრძალავს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დედის სიცოცხლე არის საფრთხეში, ნაყოფი არის ძალადობის ან ინცესტის შედეგი. აღნიშნული კანონი პოლონეთში მიიღეს აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტების ინიციატივით, რომელთაც 450,000 ხელმოწერა შეაგროვეს. ამ ინიციატივას კათოლიკური ეკლესიაც ემხრობოდა. დაახლოებით 100,000 ადამიანი, ძირითადად ქალები, კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ მაშინაც აპროტესტებდნენ. პრემიერ მინისტრმა Jaroslaw Gowin-მა აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "აკრძალვა არ გავრცელდებოდა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ქალი არის ძალადობის მსხვერპლი ან მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე." შესაბამისად, აღნიშნული კანონი გასულ წელს ძალაში შევიდა. მიღებული კანონი გააკრიტიკეს ევროპულმა ქვეყნებმა, რადგან ის არღვევდა ადამიანის უფლებებს. აბორტის აკრძალვის მომხრეთა აქტივისტებს, სურდათ ასევე აკრძალულიყო აბორტი ძალადობის და ინცესტის შემთხვევებშიც. ისინი მხოლოდ დედის ჯანმრთელობის გაუარესებისას უშვებდნენ კანონიერ აბორტს. აქტივისტები ასევე მოითხოვდნენ, აბორტის არალეგალურად გაკეთებისათვის ექიმებსაც და დედებსაც თავისუფლების 4-5 წლით აღკვეთა დამუქრებოდათ. ამ მოთხოვნას კათოლიკური ეკლესიაც კი მოგვიანებით მკაფიოდ გაემიჯნა. სწორედ არსებული კანონის კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივას მოჰყვა პოლონეთში ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციები. სამოქალაქო აქტივიზმმა და მოქალაქეთა მკაფიო მოთხოვნებმა, აბორტის აკრძალვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე, პარლამენტს უარი ათქმევინა. კანონის დათქმა, რომ აბორტი დასაშვები იქნება ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობისას, ინცესტისას და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესებისას, მოქალაქეების დამსახურებით უცვლელად დარჩება.