მედიაცია2250 2016.07.11
მედიაცია
მედიაცია საადვოკატო ბიურო “OK & CG” ერთერთი ნოვატორთაგანია ქართულ სამართლებრივ სფეროში. ჩვენ ქართული სამართლის განვითრების მიზნით ვდგამთ სარისკო ნაბიჟებს, რომლებიც მეტნაკლებად გამართლებულია. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა სამართლებრივი მედიაციის განხორციელება, ჩვენი აზრით მედიაცია ერთერთი უდიდესი ნაბიჯია ცივილური სამყაროსკენ, გარდა ამისა, დროის და ფინანსების დასაზოგად. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სამართლებრივ მედიაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე. სამართლებრივი მედიაციის დროს ჩვენი ბიუროს ადვოკატები როგორც სრულიად ნეიტრალური მხარე, დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი– ურთიერთობები. ამასთანავე, თქვენ არ მოგიწევთ დახარჯოთ დრო, ენერგია და ფული სასამართლოში და ორივე მხარემ მიიღოთ თქვენთვის ყველაზე სასურველი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენს კლიენტებს იურიდიულ მომსახურებს გავუწევთ სავალდებულო სასამართლო მედიაციის მიმდინარეობისას.