სტატისტიკური მონაცემები ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ3422 2016.06.20
სტატისტიკური მონაცემები ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მონობის თანამედროვე ფორმა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში, ტრეფიკინგის მსხვერპლი მილიონობით ადამიანი ხდება. მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა დაზარალებულს ძლიერ ფიზიკურ და სულიერ ტრამვას აყენებს, რომლის განკურნებასაც ხანგრძლივი სამედიცინო მკურნალობა სჭირდება. ბოლო პერიოდში საქართველო მნიშველოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. 2003 წლიდან, საქართველოში ტრეფიკინგი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე სახელმწიფომ არაერთი სხვადასხვა ღონისძიება გაატარა, რამაც პრობლემის მოგვარებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. შეიქმნა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლ და დაზარალებულ მოსახლეობას სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. მათ შორისაა: ცხელი ხაზი, იურიდიული კონსულტაცია, სამედიცინო მომსახურება, თავშესაფრით უზრუნველყოფა. 2014 წელს ფონდის მომსახურებით 34-მა ადამიანმა ისარგებლა. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 121 ზარი,კონსულტაცია გაეწია 19 პირს, ხოლო თავშესაფრით 5მა პირმა ისარგებლა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების იდენტიფიცირებისა და შემდგომი რეაგირების სტატისტიკას, ასე გამოიყურება: ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ 2015 წლის სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: განხილული დანაშაული განსაკუთრებით სასტიკ დანაშაულთა რიცხვს უნდა მივაკუთნოთ, რადგან იგი ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, შეურაცხყოფს პირის ღირსებას და დაზარალებულს მძიმე ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ტრამვას აყენეს. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებები და არასამთავრობო სექტორი ვალდებულია მაქსიმალურად უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, იზრუნოს დაზარალებულის რეაბილიტაციაზე, დაეხმაროს მათ ჯანსაღ გარემოში გააგრძელონ საქმიანობა და მიიღონ შესაბამისიპრევენციული ზომები, იმისათვის, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევები მომავალში თავიდან იქნას აცილებული.