საპარლამენტო ინიციატივა გერმანული მოდელის თაობაზე799 2016.06.08
საპარლამენტო ინიციატივა გერმანული მოდელის თაობაზე
ბოლო პერიოდში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით. გერმანული საარჩევნო მოდელზე მსჯელობა „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივით დაიწყო. მათი აზრით ახალი საარჩევნო მოდელი აღმოფხვრიდა უთანაბრობას, რომელიც ამჟამად საარჩევნო სისტემაში არსებობს და ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატების განაწილებისას მეტად პროპორციული იქნებოდა. საპარლამენტო ინიციატივა, გერმანული მოდელის თაობაზე მიზნად ისახავდა მომავალი არჩევნების მოდიფიცირებას და გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, დეპუტატთა უმეტესობამ პროტესტის ნიშნად გადაწყვიტა კომიტეტის სხდომას საერთოდ არ დასწრებოდა. ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადავო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარასკევს, 10 ივნისს ჩაინიშნა. კანონპროექტის ინიციატორები მოუწოდენებ დეპუტატებს შეწყვიტონ ბოიკოტი და შესაბამის დროს საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდნენ. ეს ხელს შეუწყობს დისკუსია მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს და მიმდინარე პროცესები საზოგადოებისათვის ნათელი და გასაგები გახდეს. იმედს ვიტოვებთ, საარჩევნო სისტემა რეფორმების შესაბამისადუკეთესობისაკენ შეიცვლება და პროცესი გამჭირვალე, ობიექტურ გარემოში წარიმართება.