ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ785 2016.05.31
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაგამოაქვეყნა 2015 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ანგარიში სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებსაც ეხება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2015 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენდა: ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის, ან დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები; მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულებაში, მათ შორის სასამართლოზე ზეწოლა საქმეების შერჩევისას, საეჭვო სასამართლო დანიშვნები, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევებზე მთავრობის შეუსაბამო რეაგირება, დაუსრულებელი გამოძიებები, სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუსაბამო დაპატიმრებები; ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობის არასაკმარისი მცდელობები“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი სხვა საკითხებთან ერთად ეხება სასამართლო პროცესის პროცედურებსაც და ანგარიშში აღნიშნავს, რომმოპასუხე მხარეებს უფლება აქვთ მიეწოდოთ ინფორმაცია დროულად, სათანადოდ და დეტალურად მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების თაობაზე, მათთვის გასაგებ ენაზე. მოპასუხეებს უფლება აქვთ დაესწრონ პროცესს და უფლება აქვთ, რომ პროცესი იყოს საჯარო, გარდა იმ შემთხვევისა თუ სახელმწიფო უსაფრთხოება, პირადი უფლებების დაცვა ან არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიზნით ხდება დახურული სხდომის ჩატარება. კანონი უშვებს შესაძლებლობას, რომ პროცესი ჩატარდეს მოპასუხე მხარის გარეშე, თუ მან დატოვა ქვეყანა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს სათანადო დაცვას უდანაშაულობის პრეზუმფციის მხარდასაჭერად.