ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ749 2016.05.20
ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
ბოლო პერიოდში მმართველ ჯგუფსა და ოპოზიციას შორის მწვავე კამათი მიმდინარეობს სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. პარლამენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2 დღის განმავლობაში მსჯელობდა და საბოლოოდ, 83 ხმით 4-ის წინააღმდეგ მისი მიღება გამოაცხადა. შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. საკონსტიტუციო რეფორმა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდას უკავშირდება. კერძოდ, შესაბამისი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ, ნაცვლადპლენუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტისა.აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა შვიდი წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპარლამენტო ოპიზიციის აზრით, ამგავრი მიდგომა შეაფერხებს სასამართლოს მოქმედების ეფექტურობასა და სისწრაფეს, ასევე დადგება საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო საკუთარი სურვილისამებრ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას. აღსანიშნავია, რომსაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საქმე განსახილველად მიღებულად ითვლება გარდა იმ შემთხვევისა, თუ პლენუმი საქმის განხილვაზე უარს იტყვის დასაბუთებული განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი. ამჟამად, მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი განიხილავს. მისი გადაწყვეტილება 10 დრიან ვადაში გახდება ცნობილი.