პირველი იურისტი რობოტი1726 2016.05.18
პირველი იურისტი რობოტი
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რობოტები სულ უფრო ხშირად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას. ისინი წარმოადგენენ თანამედროვე სამყაროს პროგრესის მნიშველოვან მიღწევას და მომავლის განუყოფელ ნაწილად გვევლინებიან. რობოტების ფუნქციები სულ უფრო იზრება, მათ სხვადასხვა სამუშაო ადგილები დაიკავეს და მათზე დაკისრებულ მოვალეობებსაც წარმატებით გაართვეს თავი. როგორც ჩანს, შემდეგი ინტელექტუალური სამუშაო, რომლის შესრულებაც ხელოვნურ გონებას დაეკისრა იურიდიული სფეროა. რობოტი, „როსი“ პირველი იურისტი რობოტია. იგი კომპანია IBM-მა შექმნადა. მისი შესაძლებლობები საკმაოდ მრავალმხრივია. რობოტს შეუძლია კითხვა და საუბარი, ის სწრაფად პასუხობს იურიდიულ შეკითხვებს, როსი ინტერაქციისას მუდმივად განიცდის განვითარებას, ხდება უფრო სწრაფი და განათლებული. გარდა ამისა, მას შეუძლია იურიდიული საკითხები მარტივ ენაზე გადმოსცეს კლიენტებისატვის. როსი იურიდიული ბიურო Baker & Hostetler-ის გაკოტრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. მეცნიერი, ენდრიუ მაფის თქმით ტექნოლოგიების განვითარება დაანგრევს იმ სტერეოტიპს, რომ ხელოვნურ გონებას არ შეუძლია, მაღალ ინტელექტუალური სამუშაოების შესრულება და რომ ეს მხოლოდ ადამიანური რესურსითაა შესაძლებელი.