რა არის მიკრო საფინანსო ორგანიზაცია?4189 2016.04.13
რა არის მიკრო საფინანსო ორგანიზაცია?
ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ჩვენს ქვეყანაში რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონია შეხება ამ ორგანიზაციებთან. ყოველდღე ვხვდებით მათ თბილისის ყველა უბანში, ვიღებთ ესემესებს, ვხედავთ რეკლამებს ტელევიზიასა თუ ონლაინ სივრცეში, სადაც მუდმივად გვთავაზობენ სესხს და ეს ყველაფერი იმდენად ორგანული გახდა, რომ ამ კომპანიების გარეშე ვეღარც კი წარმოგვიდგენია ფინანსურისექტორი. მაგრამ ალბათ, ცოტამ თუ იცის, იურიდიულად რას ნიშნავს მიკროსაფნანსო ორგანიზაცია და რა ვალდებულებები გააჩნიამას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. იგი შეიძლება დაფუძნდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა (შპს) და სააქციო საზოგადოების (სს) სახით . იგი მხოლოდ მაშინ იძენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსს , როცა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მიკროსაფინანს ორანიზაციის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა შემდეგი მოთხოვნებს დაცვა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადის შეტანის შემდეგ, რომელიც ახორციელებს მიკროსაფინანსო ორანიზაციების ზედამხედველბას. ჩვეულებრივი შპს-გან განსხვავებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის აუცილებელა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებლებებია: აწარმოოს გამჭვირვალე და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი, მისი ფინანსური მდგომარეობა უნდა იყს საჯარო , რათა პრობლემა არ შეექმნათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორებს. შეიმუშაოს და განახორციელოს შიდაკონტროლის სისტემა. ყოველწლიუად მოიწვიოს გარე აუდიტი შემოწმების ჩასატარებლად. აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბეჭდვით ორგანოში ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარი. ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვასკონფიდენციალობა საკუთარი კრედიტორების შესახებ. მას უფლება აქვს მსესხებლის შეახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ მსესხებელთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ კონფიდენციალურობის ვალდებულების დარღვევა გამიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლის სახე და ფორმა დამოკიდებულია სამართალდარღვევის ხასიათზე. მიკროსესხის გაცემის პირობები : მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით.