საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს სტაჟიორების მიღებას. 1340 2016.01.18
საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს სტაჟიორების მიღებას.
დაიწყეთ პროფესიული განვითარება ჩვენთან ერთად!აიმაღლეთ კვალიფიკაცია, მიიღეთ უნიკალური თეორიული ცოდნა და დიდი პრაქტიკული გამოცდილება! გახდით უფრო თავდაჯერებული, წარმატებული და მოთხოვნადი სპეციალისტი! საადვოკატო ბიურო ,,OK & CG“, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებულად მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, აცხადებს სტაჟიორების მიღებას ორი ტიპის პროგრამაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. აღნიშნულ პროექტში უკვე 60-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და დღეს ისინი წარმატებული ადვოკატები და იურისტები არიან. სტაჟირების პროგრამა - მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ერთწლიანი სტაჟი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობისთვის და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად. სტაჟირების ხანგრძლივობაა ერთი წელი. პრაქტიკული კურსი - მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის ან მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებს.

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ: ✔ საქმის დაგეგმვის ეტაპები; ✔ იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკა; ✔ ახალი დოკუმენტების შედგენა; ✔ ადვოკატების მეთვალყურეობით დაიცვან მარწმუნებლების ინტერესები სასამართლო პროცესზე, ასევე, სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში. პროექტს უძღვებიან საადვოკატო ბიურო ,,OK & CG” - ის მაღალკვალიფიციური ადვოკატები: ოთარ კაჭკაჭაშვილი, ანა გორდეზიანი და დავით მუმლაძე. იჩქარეთ! ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 31 იანვრამდე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმეები (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@myadvokat.ge( სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სტაჟრება ) მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად - რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე. როგორც სტაჟირების, ასევე, პრაქტიკული კურსის შემთხვევაში, პროგრამის ღირებულება შეადგენს ყოველთვიურად 100 ლარს. საადვოკატო ბიურო OK & CG გისურვებთ წარმატებას! საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის # 8; ტელეფონის ნომერი: +995 (32) 2 47-67-67; +995 (32) 2 47-87-87; ☎ skype: myadvokat.ge მეილი : info@myadvokat.ge www.myadvokat.ge