დაჯილდოების ცერემონიალს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ პრაქტიკული კურსი მათ დაეხმარათ სწორი მიმართულების პოვნაში, რომ თეორიული ცოდნის გვერდით მათ მიიღეს დიდი პრაქტიკული გამოცდილება. საადვოკატო ბიურო OK & CG მომავალშიც განაგრძობს პრაქტიკული კურსის შეთავაზებას დაინტერესებულ პირთათვის. მომდევნო ნაკადისთვის მონაწილეების შერჩევა იგეგმება იანვარში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟირება ჩაეთვლება ადვოკატის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტაჟირების სავალდებულო პერიოდად, რის შედეგადაც შეძლებს გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მიიღოს სადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. საადვოკატო ბიურო OK & CG ყველა კურსდამთავრებულს უსურვებს წარმატებასა და კარიერულ წინსვლას!
რჩევები ავტოსაგზაო შემთხვევისას
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS საიდუმლო
ნასყიდობა გადახდის განვადებით - ცნება და შინაარსი
მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე
რა საფუძვლით წყდება ქორწინება?
მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...