საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ახალი კანონპროექტი მოამზადა 980 2015.12.17
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ახალი კანონპროექტი მოამზადა
მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშიბით ადვოკატთა ასოციაციამსაკუთარი კანონპროექტი შეიმუშავა. იურისტები დაცვის მხარისთვის უფლებების გაზრდას ითხოვენ. პროექტის მიხედვით ადვოკატის უფლებვამოსიელბა 20-ზე მეტ მუხლშია გაწერილი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების დოკუმენტი ადვოკატებს ზაზა ხატიაშვილმა გააცნო. შეხვედრას ესწრება დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც, ხატიაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა კანონპროექტის პარლამეტნში ინიცირება მოახდინოს. "გამოტანილი განაჩენი, რომელიც პირველ ინსტანციაში შედგის გამოცხადებისთანავე უნდა გაუქმდეს. მოწმის ადვოკატს უნდა შეეძლოს მიიღოს მონაწილეობა გამოითხოვოს მტკიცებულებები. უნდა განისაზღვროს ადვოკატის უფლებები. გაეროს პრინციპები ადვოკატის შესახებ საქართველოში უნდა დაინერგოს,"- განაცხადა ზაზა ხატიაშვილი.