არკანზასში მდინარეს ადიდებას უკრძალავენ.956 2015.11.12
არკანზასში მდინარეს ადიდებას უკრძალავენ.
დღეს, 21-ე საუკუნეში, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობებში თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ კანონები, რომლებიც ყოველგვარ ლოგიკურობასა და სამართლიანობას მოკლებულია. უფრო მეტიც, ბევრმა მათგანმა შეიძლება ღიმილიც კი მოგგვაროთ. ეს კანონები, მართალია, დიდი ხნის წინ დაიწერა, მაგრამ არავის მოსვლია თავში აზრად მათი გაუქმება. უცნარი კანონების სიმრავლით განსაკუთრებით აშშ გამოირჩევა. მოდით, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი. ინდიანას შტატში აკრძალულია: მანქანების გაყიდვა კვირაობით, აბაზანის მიღება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე, ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა, რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. ასევე სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი. კალიფორნიაში აკრძალულია: კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ყავთ მინიმუმ ორი ძროხა. აკრძალულია მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ, რომ გადააჭარბოს 60 მილს საათში. ასევე აუზში ველოსიპედით შესვლა. ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გადაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვთ და ვალდებულიც ხარ ,,მზის ჩასვლამდე“ საკვებად გამოიყებოთ იგი. ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ხოლო პროთეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას. ნიუ-იორკში სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება. ფორდ-მედისონში (შტატი აიოვაში) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა ივარჯიშონ მანამ, სანამ წავლენ ხანძრის ჩასაქრობად. ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა, სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება, აქვე საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ. დაგსჯიან ფეხსაცმლის გარეშე სიარულისთვის თუ არ გაგაჩნიათ სპეციალური ნებართვა, რომელიც 5$ ღირს. ეს საკმაოდ ძველი შემორჩენილი კანონებია, რაც შეეხება ახალს, სულ ახლახან პრეზიდენტ ბუშის ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეატყობინოს მოსალოდნელი დანაშაული 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად. მაიამიში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალის გარეშე, თუმცა იმავე კანონით ველოსიპედისტებს ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალის გამოყენება. კენტუკის შტატის ქალს ეკრძალება საცურაო კოსტუმით გამოსვლა გზაზე, თუ კი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისია 40 კგ-ზე ნაკლები და 90 კგ-ზე მეტი წონის ქალბატონები. ქ.კარმელში (ნიო-იორკის შტატი) ნებისმიერი კაცი, რომელიც გამოწყობილია სხვადასხვა ფერის შარვალსა და პიჯაკში, ჯარიმდება 500$-ით. არკანზასის კონგრესი მდინარე არკანზაზის წყალს უკრძალავს მეინ-სტრიტის ხიდზე მაღლა ადიდებას. წყარო: ucnauri.com