განზრახ მკვლელობა - სასამართლო პრაქტიკის ანალიზი2344 2015.02.12
განზრახ მკვლელობა - სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
განსაკუთრებული სამართლებრივი კომპეტენცია არ სჭირდება იმის გააზრებას, რომ განზრახ მკვლელობა დანაშაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა და სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს შესაბამისი სასჯელის მიზნების სათანადოდ რეალიზაცია. ადამიანის უფლებების მნიშვნელობის მიხედვით დაყოფა იოლი არ უნდა იყოს თუმცა მათ შორის სიცოცხლის უფლების უმთავრეს მნიშვნელობაზე არავინ დავობს. ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მიღებულ ერთ-ერთ სამართლებრივი სტატიაში წარმოდგენილია განზრახ მკვლელობის და მისი დამამძიმებელი გარემოებების ანალიზი სასამართლო პრაქტიკის განხილვის კვალდაკვალ. ნაშრომის ავტორი, ნათია ხარბეგაშვილი, განიხილავს განზრახ მკვლელობას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ასევე, 109-ე მუხლით განსაზღვრულ დამამძიმებელ გარემოებებს. ნაშრომში მსჯელობის სისრულისთვის მოცემულია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან მაგალითები, რომლებიც საკითხის პრობლემური მხარის პრეცედენტულ გადაწყვეტებს მოიცავს. სტატია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა (108-ე, 109-ე მუხლი).