თანასწორი საარჩევნო უფლების განხორციელებაში სახელმწიფოს ჩარევა790 2015.02.06
თანასწორი საარჩევნო უფლების განხორციელებაში სახელმწიფოს ჩარევა
არჩევნების სათანადოდ ჩატარების უზრუნველყოფა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ცხადია, თუ ამ სახელმწიფოს დემოკრატიულობაზე მინიმალური პრეტენზია მაინც გააჩნია. რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესი სამართლებრივი მხარე ამ დროს მთავარია და მასთან დაკავშირებული საკითხების სწორად გადაწყვეტაც - აუცილებელი. ამ კუთხით, ჯერ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხი დგება, შემდეგ კი - რეალური პროცესების მასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის. ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული მორიგი სამართლებრივი სტატია ეძღვნება თანასწორი საარჩევნო უფლების განხორციელებაში სახელმწიფოს ჩარევას. კონკურსის მონაწილე, თორნიკე ნემსწვერიძე, თავის ნაშრომში, "თანასწორი საარჩევნო უფლების განხორციელებაში სახელმწიფოს ჩარევა - სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში", განიხილავს შემდეგ საკითხებს: გეოგრაფიული წარმომადგენლობის მნიშვნელობა საქართველოში, საარჩევნო თანასწორობის დამრღვევი ნორმა ქართულ კანონმდებლობაში - შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელი. სტატიაში წარმოდგენილია არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უარყოფითი მხარეები და მისი რეგიონალური პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლების საჭიროება თანასწორი საარჩევნო უფლების განხორციელების საკითხთან მიმართებით. ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -თანასწორი საარჩევნო უფლების განხორციელებაში სახელმწიფოს ჩარევა.