დევნილობის სამართლებრივი რეგულირება953 2015.01.30
დევნილობის სამართლებრივი რეგულირება
ახალი არაა, რომ დევნილობის პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას. ეს განპირობებულია იმ ცნობილი და სამწუხარო მოვლენებით, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ახლო წარსულში მოხდა. რა თქმა უნდა, ამ საკითხის სამართლებრივი მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, რადგან საქმე იმ მრავალრიცხოვან ადამიანთა ბედს შეეხება, რომლებმაც მძიმე ცხოვრება გაიარეს. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, თამთა ანთიას, ნაშრომი თემაზე "დევნილობა საქართველოში - სამართლებრივი რეგულირება და ფსიქოლოგიური მიდგომები" შეეხება დევნილი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, განმარტავს ტერმინის ლეგალურ დეფინიციას, დევნილთა უფლებებს და იმ სოციალურ პროგრამებს, რომლებსაც სახელმწიფო ინსტიტუტები ახორციელებენ მათთვის. გარდა ამისა, ნაშრომში მოცემულია დევნილთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემა საერთო გასაჭირადაა მიჩნეული, ემპათია და ამ ადამიანთა მდგომარეობის სათანადოდ გააზრების შესაძლებლობები საზოგადოების მხრიდან ზოგჯერ უჩვეულოდ დაბალია. იმის გამო, რომ ვითარება არ იცვლება და დევნილთა დაბრუნების პერსპექტივაც არც ისე მკაფიოდ იკვეთება, თემა აქტუალურობას არ კარგავს და მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს. ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ -დევნილობა საქართველოში - სამართლებრივი რეგულირება და ფსიქოლოგიური მიდგომები. კონკურსის მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებებს!