კეთილსინდისიერი შემძენის სამართლებრივი უპირატესობის ალტერნატივა1025 2015.01.23
კეთილსინდისიერი შემძენის სამართლებრივი უპირატესობის ალტერნატივა
ზოგადად, სამართალი უამრავ მნიშვნელოვან საკითხს აწესრიგებს თუმცა საკუთრების უფლებას, როგორც სამართლებრივ ინსტიტუტს, მაინც გამორჩეული ადგილი უჭირავს და ეს ყოველთვის ასე იყო. არა მხოლოდ იურისტებს, ამა თუ იმ საზოგადოებრივი მეცნიერების სფეროში მოღვაწეებსაც არაერთგზის შეუნიშნავთ, რომ საკუთრების დაცულობის შეგრძნება ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სასიცოცხლო ორგანოების სათანადოდ ფუნქციონირება.