ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა საქართველოზე909 2015.01.16
ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა საქართველოზე
საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობა დამოუკიდებლობის არც ისე ვრცელი პერიოდის ფონზე საკმაოდ ხანგრძლივია. მიუხედავად ამისა, ინტეგრაციის პროცესები დიდ სირთულეებს უკავშირდება. საერთაშორისო ასპარეზზე არაკეთილისმსურველი მოთამაშეების ძალისხმევით ამ დრომდე საკმაოდ რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის სათანადო ნიშის დაკავება, რაც ევროკავშირისა თუ სხვა მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყნებისთვის საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საქართველო მათ რიგებში მიეღოთ.