როდის ხდება პირის ექსტრადიცია?1862 2015.01.14
როდის ხდება პირის ექსტრადიცია?
დამნაშავის დროულად დაკავება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ინტერესშია, სხვანაირად, საზოგადოების ეფექტიანი დაცვა დანაშაულებრივი ქმედების მავნე შედეგებისგან, რაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობაა, ვერ მიიღწევა. იმის გამო, რომ ცალკეულ ქვეყნებს სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმი და სისტემები აქვთ, ხშირად დგება მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი ისეთი შემთხვევებისას, როცა ბრალდებული თუ მსჯავრდებული საზღვრის გადაკვეთით ცდილობს სასჯელისგან თავის არიდებას. ექსტრადიცია არის პროცესი, რომელიც გულისხმობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ძებნილი ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის გადაცემას ერთიდან მეორე სახელმწიფოში. გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესების პირობებში ქვეყნებს შორის ურთიერთობა ამ კუთხითაც ვითარდება და იხვეწება ის საერთაშორისო მექანიზმები, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს ბრალდებულის მოძიებასა თუ მსჯავრდებულის დროულად დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული მორიგი ნაშრომი სწორედ ამ საკითხებს შეეხება. კონკურსანტი ნათია ხარბეგაშვილი თავის სტატიაში - "ექსტრადიცია" - მიმოიხილავს ნაშრომის თემასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეროვნული კანონმდებლობისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -ექსტრადიცია.

კონკურსის მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებებს!