ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული განსჯადობის პრობლემა1094 2015.01.10
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული განსჯადობის პრობლემა
კარგა ხანია იურიდიულ დოქტრინაში ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნის საკითხი განხილვის საგანია და სისტემური მიდგომაც არსებობს მის მიმართ. ამავე საკითხს უკავშირდება განსჯადობის პრობლემაც, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების დადგენის პარალელურად წყდება ის საკითხი, თუ რომელი სასამართლოს განსჯადია მასთან დაკავშირებული დავა. სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ამგვარი ურთიერთობების სიმრავლითაც მარტივად მტკიცდება. სასამართლო დავების განსაზღვრისას მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს დავის მხარეთა უფლებების დაცვის სათანადოდ უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობისაა საკითხი, ზუსტად რომელი სასამართლოს განსაჯადია ესა თუ ის საქმე, ამასთან, დროში გაწელილმა სამართალწარმოებამ რესურსების არაგონივრული ხარჯვა შეიძლება გამოიწვიოს.

ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მიღებული მორიგი სტატია სწორედ ამ საკითხს ეძღვნება. თორნიკე ნემსწვერიძის ნაშრომი თემაზე - "ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული განსჯადობის პრობლემა და ქართული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა" მოიცავს ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც განხილულ პრობლემაზე სწორი წარმოდგენის შექმნისთვისაა საჭირო, მიმოხილულია სასამართლო პრაქტიკა, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული მიდგომები და მოცემულია კონკრეტული გადაწყვეტებიც. ასევე, ხელშეკრულების ბუნების დადგენის კუთხით ნაშრომი ეხება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა და ტენდერის საკითხებს.

ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული განსჯადობის პრობლემა.

კონკურსის მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას!