გენდერული თანასწორობა და ქართული კანონმდებლობა1881 2015.01.08
გენდერული თანასწორობა და ქართული კანონმდებლობა
ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხთაგან ერთ-ერთია გენდერული თანასწორობა. მიუხედავად იმისა, რომ თავს ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად ვთვლით, მაინც იქმნება პრობლემები ისეთი თემების გადაწყვეტასთან მიმართებით, რომლებიც თითქოს ისედაც ნათელი უნდა იყოს. ქალისა და მამაკაცის უფლებრივი თანასწორობა და ქალთა საბოლოო ემანსიპაცია მსოფლიო მონაპოვარია სხვა ბევრ დემოკრატიულ ღირებულებასთან ერთად და მისი შეზღუდვის დაშვება თანამედროვე პროგრესული სახელმწიფოსთვის ღირებულებითი სტაგნაციის ტოლფასია.