პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა1802 2015.01.06
პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა
არჩევნები ყველა იმ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივად გაწერილი პოლიტიკური პროცესია, რომელსაც დემოკრატიულობაზე მცირე პრეტენზია მაინც გააჩნია. არჩევნების სამართლიანად ჩატარება შესაბამისი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებისთვის მთავარი გამოწვევაა შესაბამისი პერიოდულობით. განასხვავებენ მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების ჩატარება სხვადასხვა წესებით შეიძლება. ამ ორ სისტემას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თითქოს სისტემების კლასიფიკაცია ფორმალობაა და მთავარი სხვა შინაარსობრივი საკითხებია, მაგრამ აღნიშნულის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ის პროცედურული განსხვავებები, რაც საარჩევნო სისტემებს ერთმანეთისგან გამოყოფს, დიდი მნიშვნელობისაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მიღებული სარეფერატო ნაშრომი, რომლის ავტორია მარიამ ქორიძე, შეეხება სწორედ საარჩევნო სისტემის ამ ორი კატეგორიის - მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების გამოკვეთას, მათ დახასიათებას, დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოკვეთას, ასევე, ამ სისტემების ქვეკატეგორიების ანალიზს. ქვეყანაში, სადაც არჩევნები ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევს, აღნიშნულის საკითხები ფართოდ საინტერესო უნდა იყოს. ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -საარჩევნო სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები. კონკურსის მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას!