ნარკოდანაშაული1608 2014.12.23
ნარკოდანაშაული
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას დიდი ისტორია აქვს თუმცა მასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება არც ისე დიდი ხანია, რაც დღის წესრიგში დგას. ამ მხრივ უამრავი პრობლემა არსებობს, რომელთა მოგვარებასაც სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა სხვადასხვაგვარად ცდილობს. აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაც ვერ შეთანხმდა; ზოგს მიაჩნია, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება უნდა იყოს დეკრიმინალიზებული, ზოგი ფიქრობს, რომ, პირიქით, სანქციის ზომები უნდა გამკაცრდეს.