მსოფლიოს გამოჩენილი იურისტები 1876 2014.12.18
მსოფლიოს გამოჩენილი იურისტები
იშვიათი შემთხვევა როდია, როცა იურისტებზე ცუდი წარმოდგენა აქვთ და ფიქრობენ, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ზოგადად, იურისტის პროფესიონალიზმი, განსაკუთრებით, ადვოკატისა, იმით იზომება, რამდენად დიდ დახმარებას უწევს იმას, ვინც სწორედ ამისთვის მიმართავს. ხშირად კანონდამრღვევები იქცევიან ასე, რის გამოც ადვოკატებს მათი დაცვა უწევთ და ეს აღიქმება, როგორც ცუდი საქმის ხელშეწყობად. თუმცა ჩვენს დროში გასაგები უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ადვოკატი კანონს არ ცვლის და თუ ბოროტმოქმედი არ ისჯება, ეს ჯერ კანონშემოქმედებისა და კანონშეფარდების პრობლემაა, შემდეგ კი - ადვოკატის დამსახურება. ჩვენს დღევანდელ პოსტში გვინდა გიამბოთ რამდენიმე გამორჩეულ იურისტზე, რომელთა დიდ ღვაწლსაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.