ხელოვნების გაუჩინარებული ნიმუშები და FBI დამნაშავეთა კვალში855 2014.12.17
ხელოვნების გაუჩინარებული ნიმუშები და FBI დამნაშავეთა კვალში
ნარკოტიკისა და იარაღის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურად ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული დანაშაულები მიიჩნევა. დამნაშავეთა ფანტაზია და სურვილები ხშირად მიემართება რომელიმე ცნობილ ფერწერულ ტილოს და, შედეგად, მსოფლიო ხელოვნების ფონდიც მნიშვნელოვნად ზარალდება. კოლექციონერებისთვისა და ხელოვნების უბრალო ქომაგებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმის რანგშია აყვანილი ხელოვნების თითოეული ნიმუშის ბედი და ამ მიმართულებით გაღებული ფინანსებიც საკმაოდ დიდია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხელოვნების ნიმუშების ქურდობა თუ სხვა სახით დაუფლება ერთობ წარმატებული გზაა გამდიდრებისთვის თუმცა არცთუ მარტივი. დღევანდელ პოსტში გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ შემთხვევას, რომელიც, ასე დავარქვათ, "ხელოვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს" უკავშირდება.