ზოდიაქოს ნიშნები და იურისტის პროფესია3409 2014.12.13
ზოდიაქოს ნიშნები და იურისტის პროფესია
ადამიანთა დიდი ნაწილი იზიარებს აზრს, რომ ზოდიაქოს ნიშნები და, ზოგადად, ასტროლოგია მთლად უსაქმური ხალხის მოგონილი არაა და ზოგჯერ ჯიუტ ჭეშმარიტებებსაც შეიძლება წავაწყდეთ შესაბამის ცხრილებში ჩვენი დახასიათებების ძიებისას. მართალია, არც სკეპტიკოსთა რიცხვია უმნიშვნელო, თუმცა, საბოლოოდ, საკუთარი მახასიათებლების კვლევა, მნიშნველობა არ აქვს, რა საშუალებით, არავისთვისაა მოსაწყენი. დღევანდელ პოსტში გთავაზობთ მოკლე, მაგრამ საინტერესო პასუხებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს იურისტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი- ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული იურისტები უნდა იყვნენ ძალიან აქტიურები და კონკურენტუნარიანები. ისინი შეუდარებელ წარმომადგენლობას გაუწევენ ცნობილ ადამიანებს, განსაკუთრებით, სპორტის სფეროში. სიძლიერის ნიშა, რაც განაპირობებს მაღალ კონკურენტუნარიანობას, მათ, როგორც მოსარჩელეებს, აქცევს მძვინვარე ოპონენტებად სასამართლო პროცესებზე.

კურო - ამ ნიშნის ადამიანები მუდმივად მიისწრაფიან შეუპოვრობისკენ, მკაფიოდ ისახავენ სამოქმედო გზებს, წარმატებით ურთიერთობენ ფულთან. იოლად წარმოსადგენია იურისტი კურო ფინანსების, უძრავი ქონების და, ზოგადად, ბიზნესის მიმართულებით დასაქმებული. ისინი წარმატებულნი იქნებიან საკორპორაციო სამართალში, ასევე, საოჯახო დავებში. უყვართ სიმართლისთვის ბრძოლა და მომგებიან მდგომარეობას ინარჩუნებენ ბოლომდე, მიუხედავად განსაკუთრებული ემოციურობისა.

ტყუპები გამოირჩევიან კომუნიკაციის კარგი უნარით, არიან გონებაგახსნილები. ამასთან, ნამდვილად დიდებული მოსაუბრეები არიან, რაც შეუდარებლებს გახდის მათ სასამართლო პროცესზე. განსაკუთრებით, სისხლის სამართლის პროცესებზე, სადაც ნაფიცმსაჯულთა დარწმუნებაა საჭირო. რამდენადაც ისინი ხშირად უძღვნიან თავს სამართლიანობასა და თანასწორობას, საუკეთესო მოსამართლეებიც იქნებიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

კირჩხიბი - ემოციური და დიდაქტიკურია. ამდენად მგრძნობიარე ადამიანებისთვის სამართალი ზოგჯერ დამთრგუნველია, თუმცა ისინი წარმატებულები იქნებიან ისეთ საქმეებში, სადაც მაქსიმალურად კარგის გაკეთება შეუძლიათ. ეს ნიშანი საუკეთესოა საოჯახო სამართალში და, ზოგადად, ისეთ დავებში, სადაც ბავშვის საკითხი წყდება. ისინი მოქმედებენ ოჯახური კეთილდღეობის აუცილებლობის შეგნებით და ყველა ამასთან დაკავშირებულ საკითხს დიდი გულისხმიერებით ეკიდებიან. გარდა ამისა, მთელი გულით დაიცავენ იმ ბრალდებულებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

რამდენადაც ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, ისინი მაშინვე აღწევენ წარმატებას, როგორც კი დგებიან და საუბარს იწყებენ. ლომები დიდი აქტიურობით ერთვებიან გახმაურებულ საქმეებში, რომლებიც ცნობილ ადამიანებს შეეხება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადვოკატი შეუდარებელი იქნება სასამართლოში კამათისას, სიტყვის წარმოთქმისას, ნაფიცმსაჯულთა დარწმუნებისას - დრამატიზმის ზენიტში ყოფნით. მნიშვნელობა არ აქვს, წამგებიანი პოზიციის დაცვა უწევთ თუ მომგებიანის, ლომები აუცილებლად პოვებენ აღაირებას.

ქალწულის ნიშნის მატარებელი ადამიანებიის ხალხია, რომელთაც ურჩევნიათ საწერ მაგიდასთან ისხდნენ, ვიდრე ხალხით სავსე სასამართლო სხდომის დარბაზში რაღაცაზე დავობდნენ. ქალწული წარმატებული უნდა იყოს კვლევებში, საკორპორაციო სამართალში, ზოგადად, სამოქალაქო დავებში. კარგად გამოუვათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავებში მონაწილება. ქალწულები ასევე წარმატებულები იქნებიან სამართლის სწავლებაში მათთვის, ვისაც ამ სახის განათლება ესაჭიროება. მათი ბუნებრივი სულგრძელობა და გულისხმიერება დიდი სარგებლის მომტანი იქნება სამართლის სტუდენტებისთვის.

სასწორი - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებიასევე ბუნებრივად გონებაგახსნილები არიან, თან ეს ნიშანი წარმოდგენილია ისეთი სიმბოლოთი, რომელიც სწორედ სამართლიანობას შეესაბამება. სასწორები თავისი ბუნებით უკეთესი მოსამართლეები არიან, ვიდრე დავის მხარეები, თუმცა კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები სწორედ ის სფეროა, სადაც ნამდვილად კარგი ადვოკატები თუ სხვა ტიპის პრაქტიკოსები იქნებიან. საჯარო სამართალი თავისი ყველა მიმართულებით სწორი საორიენტაციო წერტილია სასწორებისთვის. სასწორებს უყვართ სამართლიანობა და ბალანსი ყველასთვის და სურთ სამყარო იყოს უკეთესი.

როგორც ცნობილია, მორიელი ზოდიაქოს ნიშნებში გამორჩევა ცბიერებით და მოხერხებულობით. დიდი ალბათობით, ისინი კარგი ადვოკატები იქნებიან სისხლის სამართალში, განსაკუთრებით, მძიმე კრიმინალთან დაკავშირებულ საქმეებში. თუმცა ასევე წარმატებით შეუძლიათ მათ საოჯახო და ქონებრივ დავებში ადვოკატად ჩაბმაც. ბუნებრივად ქარიზმატული მორიელი ასევე ძალიან საინტერესოა სასამართლო პროცესზე ნაფიცმსაჯულთა დარწმუნებისას თავისი კლიენტის პოზიციის დასაცავად.

მშვილდოსანი თავგადასავლებისა და თავისუფლების მოყვარე ნიშანია. ამ ნიშნის მატარებლები შეუდარებლები არიან ხალხით სავსე სასამართლო დარბაზში კამათისას. თუ ვინმეს სჭირდება ჯგუფებთან მომუშავე იურისტი, მშვილდოსანი უალტერნატივოა. მათი შინაგანი ქარიზმა და დამაჯერებლობა კარგი საშუალებაა სხვისი გადმობირებისთვის საკუთარ მხარეს. მშვილდოსნებს მოსწონთ ჩაგრულთათვის ბრძოლა, რის გამოც ისინი ადამიანის უფლებების მიმართულებით იქნებიან წარმატებული იურისტები.

თხის რქა კიდევ ერთი ნიშანია, რომელსაც საწერი მაგიდა ურჩევნია ხმაურიან სასამართლო დარბაზებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები წარმატებით თამაშობენ "ეშმაკის ადვოკატის" როლს, სავსებით დამაჯერებლები არიან მაშინაც, როცა იცავენ პოზიციას, რომელსაც შინაგანად მაინცდამაინც არ იზიარებენ. იშვიათად ნახავთ დეტალების მიმართ ისეთ ყურადღებიან იურისტს, როგორიც თხის რქაა. ისინი ნამდვილი ადეპტები იქნებიან იმ დავებში, რომლებიც შეეხება ფინანსებს, სადაც მხარედ ბევრი პირია წარმოდგენილი და, ასევე, ისეთ დავებში, რომლებიც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევებს.

მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის დიდი მნიშვნელობისაა სიყვარული და თავისუფლება. რამდენადაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები წარმატებულები არიან სოციალური ჯგუფების მართვაში, მერწყული იურისტი ბუნებრივი არჩევანია ისეთი დავებისას, რომლებშიც მოწინააღმდეგე მხარეებს არა ცალკეული პირები, არამედ გარკვეული ჯგუფები წარმოადგენს. იმის გამო, რომ მერწყულებს დახვეწილი ტექნიკა აქვთ ადამიანთა გაერთიანების, ისინი განსაკუთრებით გამორჩეულები იქნებიან მომხარებელთა სამართალში, კიბერსივრცესთან დაკავშირებულ სამართლის დარგებში. თითქმის შეუძლებელია მერწყულზე ჰუმანური იურისტის პოვნა.

თევზები განკარგავენ ყველაფერ უცხოსა და უცნობს და, ამდენად, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული იურისტები შეუდარებლები იქნებიან სანაოსნო დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებში, რომლებიც სახელმწიფოების მიღმა თუ საერთაშორისო საზღვრებში ხდება. ისინი ძალზე საზრიანები არიან ახალი კანონების მიღებასა და, ასევე, ძველების გაუქმებაში, რომელთა ეფექტიანობაც მნიშვნელოვნად შემცირებულია.

სულ ესაა ზოდიაქოს ნიშნების იურისტის პროფესიის კვალდაკვალ დახასიათება. გაგვიზიარეთ, ემთხვევა თუ არა თქვენი ხასიათი წარმოდგენილ აღწერებს?

წყარო