მხატვრული ლიტერატურა იურისტებისთვის3566 2014.12.11
მხატვრული ლიტერატურა იურისტებისთვის
სამართალი ის სფეროა, ბევრ მუშაობას რომ მოითხოვს შესაბამისი პროფესიის ადამიანებისგან. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად თეორიული ცოდნაც უმნიშვნელოვანესია იურისტებისთვის, რომელთა ცხოვრებაშიც სქელტანიანი იურიდიული ლიტერატურა იშვიათი მოვლენა არ გახლავთ. როგორც აღმოჩნდა, გარდა სამეცნიეროსი, იურისტები ხშირად ინტერესდებიან მხატვრული ლიტერატურით. დღევანდელ პოსტში გთავაზობთ იმ წიგნების სიას, რომლებსაც, ინტერნეტ რეიტინგების მიხედვით, იურისტები დიდი ინტერესით კითხულობენ.

  • "ნუ მოკლავ ჯაფარას", ჰარპერ ლი - ეს წიგნი დიდი მოწონებით არა მხოლოდ იურისტებში სარგებლობს თუმცა ფაქტია, რომ თემატიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იურისტების ყურადღებას იქცევს და მისი ეკრანიზაციაც სამართლებრივ თემებზე გადაღებული ფილმების ტოპ-სიაშია.
  • "ფირმა", ჯონ გრიშემი. ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია ასევე ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით, ამერიკელებისთვის. გრიშემი პროფესიით იურისტია და, ამასთან, ბევრი რომანის ავტორი, რომლებიც სამართალთან დაკავშირებულ თემებს შეეხება.
  • იურისტებისთვის საყვარელ ავტორთა სიაშია მორიგი ამერიკელი - რიჩარდ პატერსონი, წიგნით - "ბავშვის თვალები".
  • "მკვლელობის დრო" არის ჯონ გრიშემის კიდევ ერთი ნაწარმოები, რომელიც იურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ წიგნზეცაა გადაღებული საკმაოდ კარგი ეკრანიზაცია ჯოელ შუმახერის რეჟისორობით.
  • "პირველყოფილი შიში", უილიამ დილი. ამ წიგნის ეკრანიზაციაც წარმატებული გამოდგა.
  • "შვიდი წუთი", ირვინგ უოლესი.
  • "სრულყოფილი ადამიანი", ტომ ვულფი.
  • "ცივი სახლი", ჩარლზ დიკენსი. ამ ნაწარმოებზე BBC-ს მინი-სერიალი ბევრი მაყურებლის მოწონებით სარგებლობს.
  • "სამოქალაქო ოქმი", ჯონათან ჰარი, ასევე ფართოდ ცნობილი ეკრანიზაციით.
  • "მკვლელობის ანატომია", რობერტ ტრეივერი.

გარდა ჩამოთვლილისა, გთავაზობთ კრიმინალურ თემატიკაზე დაწერილ საუკეთესო წიგნებს, რომლებიც შესულია დანაშაულის თემაზე წიგნების ავტორების ასოციაციის მიერ შედგენილ სიაში:

  • აგათა კრისტი, "როჯერ ეკროიდის მკვლელობა";
  • უმბერტო ეკო, "ვარდის სახელი";
  • დოროთი სეიერსი, "ცხრა თერძი";
  • არტურ კონან დოილი, "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი";
  • ირა ლევინი, "კოცნა სიკვდილის წინ";
  • კენ ფოლეტი, "გასაღები რებეკასთვის";
  • კოლინ დექსტერი, "იერიქონის მკვდარი";
  • უილკი კოლინზი, "ქალი თეთრებში";
  • პიტერ ლავსი, "ცრუ ინსპექტორი დიუ";
  • მერი სტიუარტი, "ჩემი ძმა მაიკლი".

კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი რჩეული წიგნები ამ ჟანრში.