ყველაზე მოხერხებული დამნაშავეები985 2014.12.06
ყველაზე მოხერხებული დამნაშავეები
სიტყვა დამნაშავე ყოველივე უარყოფითთან რომ ასოცირდება, ამაში გასაკვირი არაფერია. მიუხედავად ამისა, ჯიუტი ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ მოქმედებენ, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ჭკვიანები და მოხერხებულები არიან, უბრალოდ, ამ ჭკუასა და მოხერხებას არასწორი მიმართულებით იყენებენ. ჩვენს დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე შემთხვევას, რომლებიც სწორედ იმას დაგვიდასტურებს, რომ კრიმინალებს ხშირად კარგად განვითარებული ფანტაზია და დიდი მოხერხებულობა აქვთ.

1.

რამდენიმე წლის წინ მონროში (ვაშინგტონი) კაცმა, რომელსაც ეცვა ყვითელი ჟილეტი, ლურჯი პერანგი და ეკეთა აირწინაღი, ჯავშნიანი სატვირთო მანქანა გაძარცვა. მან სახეში სპრეის შესხმით ჩამოიშორა დაცვა და გაიქცა. პოლიცია უკან დაედევნა და გადააწყდა ისეთივე ჩაცმულობის დაბნეულ მოქალაქეებს. როგორც აღმოჩნდა, დამნაშავემ წინასწარ გამოაქვეყნა განცხადება, რომ დასაქმების მსურველები იმ ადგილასა და დროს უნდა გამოცხადებულიყვნენ სწორედ ასე გამოწყობილები - ყვითელი ჟილეტით, ლურჯი პერანგითა და აირწინაღით. ამდენად, პოლიციამ ვერ მოახერხა დამნაშავის პოვნა, თუმცა მიუთითა, რომ წარმატებით მოხდა მისი აღწერილობის შესაბამისი რამდენიმე ეჭვმიტანილის გამოვლენა.

2.

იმის გამო, რომ კოლუმბიის შტატში საწვავის ფასი საკმაოდ მაღალია და კიდევ უფრო იზრდება, თითოეული აქტივობა, ექსკურსია, შუაღამით ლუდზე გასვლა და ა.შ. უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. არ აჯობებდა, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ივსებოდეს საწვავის ავზი სრულიად უფასოდ? - დიახ, ეს ისაა, რაზეც ფიქრობდნენ მოხერხებული დამნაშავეები 2008 წლის იმ დროს, როცა საწვავის ფასი ყველაზე მაღალი იყო. და მათ გაურკვეველი მანიპულაციებით მოახერხეს ის, რომ რაღაც კოდის გამოყენებით ბენზისგასამართი სადგურებიდან საწვავს უფასოდ ისხამდნენ, რაც შესაძლებელი აღმოჩნდა თითქმის ყველა კომპანიის აპარატებზე მავთულის გამოერთებითა და შესაბამისი ციფრების აკრეფით.

3.

2009 წელს ბულგარეთის ერთ-ერთი ბანკის საცავიდან მოულოდნელად რამდენიმე ათასი დოლარი გაქრა. რეალურად, თანხა შაბათს მოიპარეს, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ ოთხშაბათს გახდა ცნობილი. ქურდები იმდენად ფრთხილები და მოხერხებულები აღმოჩნდნენ, რომ მთელი 4 დღე არავის არაფერი უეჭვია.

თანხის მოპარვის ამბავმა იმიტომ ჩაიარა ასე უჩუმრად, რომ ეს არ იყო კლასიკური შემთხვევა - ძარცვა თანხის მიტაცებითა და გაქცევით. ქურდებმა რამდენიმე თვის ქირის წინასწარი გადახდით დაიქირავეს ბანკის შენობის მეზობლად ბინა და ერთ ღამესაც გათხარეს კედელი, რომელიც ყოფდა ამ ბინასა და ბანკს. ეს იყო განსაკუთრებული გამაგრების გარეშე უბრალო აგურის კედელი, რომლის მიღმა შეღწევაც დიდი სირთულე ვერც იქნებოდა. ბედის ირონიაა, რომ ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ რეკომენდაციები გასცა უსაფრთხოების ახალი საშუალებების გამოყენებაზე - ყველა მათგანი შეეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა აერიდებინათ თავიდან ამგვარი ქურდობა.

4.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი გაქცევა უკავშირდება D.B. Cooper-ის სახელს, რომელსაც სინამდვილეში რა ერქვა, არავინ უწყის. ის იყო ბოინგ 727-ის მგზავრი 1971 წელს. უცნაურად გამოწყობილმა გარკვეული დროის განმავლობაში ფრენის შემდეგ სტიუარდესას აუწყა, რომ პორტფელში ბომბი ჰქონდა და მოითხოვა 200 000 დოლარი და 4 პარაშუტი, რაც სიეტლში ჩასვლისას უნდა მიეღო. როცა თვითმფრინავი სიეტლში დაეშვა, მოთხოვნილის მიღების შემდეგ მან მგზავრები გაათავისუფლა, დაიტოვა ორი პილოტი და სტიუარდესა. პილოტი აიძულა, მექსიკაში გაფრენილიყვნენ და აფრენიდან მალევე პორტლანდის მთებში გადახტა პარაშუტით. ამის შემდეგ მასზე არავის არაფერი სმენია და დღემდე გაუხსნელია თვითმფრინავის გატაცების ეს საქმე. მოგვიანებით იმ თანხიდან 6 000 დოლარი იპოვეს სანაპიროზე, თუმცა გამტაცებლის კვალი არსად ჩანდა.

5.

2008 წელს 4-მა მამაკაცი, რომელთა შორისაც 3 ქალივით იყო გამოწყობილი, ჰარი ვინსტონის მაღაზიაში შეიჭრა დახურვამდე ცოტა ხნით ადრე და 108 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა. თვითმხილველთა ცნობით, მათ კუთხეში მოაქციეს მაღაზიაში დასაქმებულები და მყიდველები, ჩაამტვრიეს დახლების შუშები და ყოველგვარი გასროლის გარეშე გაიქცნენ ნაძარცვით. მეორე დღეს ჰარი ვინსტონის აქციების ღირებულება 9%-ით დაეცა ბაზარზე, დამნაშავეები კი ვერ დაიჭირეს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო. პოლიციას ჰქონდა ერთი ვერსია, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა კრიმინალურმა ჯგუფმა სახელად - "ვარდისფერი ავაზები".

რა თქმა უნდა, მოხერხებულ დამნაშავეთა რიცხვი 5-ით არ შემოიფარგლება, რაც უნდა სამწუხარო იყოს. სხვა შემთხვევებზე შემდეგ პოსტებში გიამბობთ.

წყარო