გაი ფოქსის სასამართლო პროცესი2292 2014.11.24
გაი ფოქსის სასამართლო პროცესი
გაი ფოქსი უმეტესობისთვის, განსაკუთრებით, ინგლისის ისტორიაში გარკვეულთათვის, ნაცნობი და საინტერესო ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ 1605 წლის მოვლენებში ამ ბატონის ფუნქცია ფითილისთვის ცეცხლის წაკიდება იყო და შეთქმულთა მეთაურად არ მიიჩნევა, ის ერთადერთია, ვისი სახელიც უკავშირდება შეთქმულებას. როგორც ცნობილია, შეთქმულები სესიის დროს პარლამენტის შენობის აფეთქებას გეგმავდნენ, გადაწყვეტილი ჰქონდათ რა მეფისა და დიდებულების განადგურება. თუმცა ამის შესახებ მაშინდელმა მონარქმა - ჯეიმს I-მა დროულად შეიტყო და აფეთქების გეგმაც ჩაიშალა. ვვარაუდობთ, რომ ინტერესს მოკლებული არაა, როგორ გასამართლდნენ იმდროინდელ ინგლისში შეთქმულების მონაწილეები და სწორედ ამიტომ გთავაზობთ მათი სასამართლო პროცესის მოკლე აღწერას.