როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია უძრავ ქონებასა და ბიზნესზე?9683 2014.12.02
როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია უძრავ ქონებასა და ბიზნესზე?
სახელმწიფო ორგანოები ხშირად სხვადასხვა სერვისს გვთავაზობენ, რომელთა მიღება სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებითაა შესაძლებელი. საადვოკატო ბიურო OK & CG ყოველთვის მზადაა გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს სამართლებრივ თემებში გაურკვეველ პირებს და ამ ჯერზე გთავაზობთ მცირე ტუტორიალს იმაზე, როგორ შეგვიძლია შევიტყოთ ინფორმაცია უძრავი ქონების, ასევე, ბიზნეს სუბიექტების შესახებ, რაც, შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ საკმაოდ მარტივია ზემოხსენებული სახელმწიფო ორგანოების ძალისხმევის შედეგად. საიტი, რომლითაც ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ, არისhttp://napr.gov.ge, იგიწარმოადგენს საჯარო რეესტრის მონაცემების ონლაინ ბაზას, ამასთან, ამ გვერდზევეა შესაძლებელი დაინტერსებული პირის მიერ განცხადებით მიმართვა ქონების ან ბიზნესის შესახებ სხვადასხვა მოთხოვნით (მესაკუთრედ რეგისტრაცია, ამონაწერის მომზადება...). გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც დაგეხმარებათ საიტის საძიებო სისტემაში გასარკვევად (გასადიდებლად დააკლიკეთ ფოტოს). პირველ რიგში, ვნახოთ, როგორ შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია უძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრში აღირიცხება თითოეული უძრავი ქონება, მესაკუთრეთა ზუსტი განსაზღვრით, რაც საქართველოს კანონმდებლობით საკუთრების უფლების გადაცემას უკავშირდება.

როგორც ხედავთ, ძიების ინსტრუმენტები საკმაოდ ფართოა, თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რეგისტრირებული განცხადების ნომერი, სარეგისტრაციო წარმოების პერიოდი, უძრავი ნივთის მისამართი, საკადასტრო კოდი, პიროვნება/ორგანიზაცია, რომელიც არის დაინტერესებული პირი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაში.

მაგალითისთვის, მოვიძიოთ რომელიმე ქონების შესახებ ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირზე.

ამ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება დასრულებულია და ბოლო მონაცემები უძრავი ქონების შესახებ შეგვიძლია ვიხილოთ დოკუმენტში, რომელიც განთავსებულია ველში - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამ დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია მესაკუთრეებზე, ასევე, იმაზე, ხომ არ არის ამ ქონებაზე რეგისტრირებული უზრუნველყოფის საშუალება (იპოთეკა) ან რაიმე ვალდებულება (ყადაღა, აკრძალვა). ამასთან, მნიშვნელოვანია იხილოთ ამონაწერის თარიღი და იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული ხართ უძრავ ქონებაზე ზუსტი ინფორმაციის მიღებთ და ამონაწერი მოძველებულია, განცხადებით უნდა მიმართოთ ამონაწერის განახლებასთან დაკავშირებით, რაც განცხადებაში მიეთითება შემდეგი სახით: ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე.

რაც შეეხება, ბიზნეს სუბიექტებზე ინფორმაციის მიღებას, აღნიშნული შესაძლებელია მეწარმეთა რეესტრის ონლაინ ბაზის საშუალებით. შეგვიძლია იმავე ვებ-გვერდზე ვიპოვოთ შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც უძრავი ქონების შემთხვევაში ვხელმძღვანელობდით.

ამ შემთხვევაში ძიების ინსტრუმენტებად ოთხი კატეგორიაა მითითებული, რომლებიც, თავის მხრივ, დეტალურად იშლება. ამ სერვისის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტის სარეგისტრაციო წარმოების შესახებ ინფორმაცია, ამდენად, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა დამატებითი პროცედურების გარეშე თვალი ადევნოთ ამა თუ იმ კომპანიის სამართლებრივ მდგომარეობას, შეიტყოთ საგადასახადო ვალდებულებების, ლიკვიდაციისა თუ რეორგანიზაციის პროცედურების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ რამე გაურკვეველი იქნება პოსტის თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ კითხვა დასვათ კომენტარებში.