აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრად OK & CG–ში1052 2014.04.17
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრად OK & CG–ში
დღეს საადვოკატო ბიურო OK & CG–ის აგრარული უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. შეხვედრა ამავე უნივერსიტეტის ლექტორის, დიმიტრი მჭედლიშვილის ინიციატივით გაიმართა. ბიუროს დამფუძნებელმა და დირექტორმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა სტუდენტებს გააცნო ადვოკატის საქმიანობის სპეციფიკა, ამ საქმიანობის დადებითი მხარეები და თანმდევი რისკები. საუბარი შეეხო თავად ჩვენი ბიუროს მუშაობის სპეციფიკასა და პრინციპებსაც. სტუდენტები ასვე გაეცნენ OK & CG–ის სხვადასხვა სერვისებს, როგორიცაა ონლაინ კონსულტაცია, სტაჟირების პროგრამები და უკვე ჩატარებული თუ დაგეგმილი კონკურსები სტუდენტებისთვის., დეტალურად იქნა განხილული სტაჟირების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე ადვოკატის პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას. იქიდან გამომდინარე რომ სტუმრები მეოთხე კურსის სტუდენტები იყვნენ, ჩვენმა ადვოკატებმა მათ გარკვეული რჩევებიც მისცეს მომავალი პროფესიის ასარჩევად. საადვოკატო ბიურო OK & CG მუდმივად გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს და ახლოს გააცნოს ადვოკატის საქმიანობა.