ჯარიმა 0 ევრო – უცნაური კანონი გერმანიაში1106 2014.04.01
ჯარიმა 0 ევრო – უცნაური კანონი გერმანიაში
გერმანიაში ქალაქპოტსდამის პოლიცია პარკირების წესების დამრღვევებს უჩვეულო ჯარიმებს უწერს, მათი ოდენობა 0 ევროსშეადგენს. საჯარიმო ქვითრებზე, რომლებსაც პოლიციელები მანქანებზე ტოვებენ, ჯარიმის გადასახდელ თანხაში მითითებულია 0 ევრო და დაწერილია: „თქვენ გაგიმართლათ!“. პოლიციის განცხადებით ეს ჯარიმები უფრო გასაფრთხილებლად არის შემოღებული და მძღოლების საფულეზე უარყოფითად არ იმოქმედებს. „ეს საჯარიმო ქვითრები შემოღებულია იმისთვის, რომ გავაფრთხილოთ პარკირების წესების დამრღვევი მოქალაქეები“ - განაცხადა პოლიციის პრეს-სპიკერმარეჯინა ტილემანმა. „სამართალდამცავები ტოვებენ მას მაშინ, როდესაც ავტომობილის მფლობელი ახლოს არ იმყოფება და ზეპირ გაფრთხილებას ვერაძლევენ“. 2011 წელს ქალაქ პოტსდამის ბიუჯეტში 1.2 მილიონი ევრო შევიდაპარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით. ახალი 0 ევროიანი ჯარიმები გერმანიაში, ქვეყნისთვის სადაც წესების დაცვას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ, ცოტა უცნაურად მოეჩვენა ყველას. ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმაკეტრინბანჩმა თქვა, რომ თავიდან მას ძალიან ეწყინა, როდესაც საქარე მინაზე ჯარიმა დახვდა, თუმცა ქვითრის წაკითხვის შემდეგ ძალიან გახარებული დარჩა. „ჩემს რაიონში მანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა ძალიან ძნელია, ამიტომ ჯარიმებს საკმაოდ ხშირად მიწერენ. ქვითრის დანახვისას ვიფიქრე, რომ ისევ თანხის გადახდა მომიწევდა, მაგრამ საბედნიეროდ გადასახდელი თანხა 0 ევრო აღმოჩნდა“.