სასწავლო ცენტრის პირველი გამოშვება1011 2014.03.08
სასწავლო ცენტრის პირველი გამოშვება
საადვოკატო ბიურო OK & CG -ში ბიუროსთან არსებული სასწავლო ცენტრის პირველი ნაკადის ოფიციალური გაცილება მოეწყო დათითოეულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა. სასწავლო ცენტრში ცამეტმა მონაწილემ გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი. ამ ხნის განმავლობაში მათ თეორიული ლექციების გარდა, საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ყოფილიყვნენ ჩართულები პრაქტიკულ საქმიანობაში და შეესწავლათ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრაქტიკული ასპექტები. რამდენიმე მონაწილისათვის აღნიშნული კურსი ადვოკატთა შესახებ კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო სტაჟირებას წარმოადგენდა. აღნიშნული სერთიფიკატი მათ საშუალებას მისცემთ გაწევრიანდნენ ადვოკატთა ასოციაციაში და მოიპოვონ საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა. სასწავლო ცენტრის პირველი ნაკადის მონაწილეები იყვნენ: ეკატერინე გრძელიშვილი; ნათია წეროძე; სოფიკო საყვარელიძე; მარიკა ჭაჭუა; ცირა კომახიძე; ლევან პაპავა; გიორგი შერმადინი; ეკატერინე ბაკურაძე; ლაშა ნოზაძე; სტელა ამირხანიანი; ქეთევან მეფარიშვილი; გიორგი გურჯიძე; ლელა რუხაია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, მარიკა ჭაჭუა უკვე გახდა OK & CG-ის გუნდის წევრი. ბიურო სხვა მონაწილეებთანაც აქტიურად განაგრძობს მომავალში თანამშრომლობას. საადვოკატო ბიურო OK & CG ულოცავს თითოეულ მათგანს სასწავლო კურსის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში! ჩვენი ბიურო მოხარული იქნება, თუ სასწავლო ცენტრში მიღებული ცოდნა თითოეული მათგანისათვის წარმატებული პროფესიული მოღვაწეობის საფუძველი იქნება.