ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა927 2014.03.04
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა
ადვოკატთა ასოციაციისეთიკის კომისიამ გასცა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ადვოკატის მიერ კონფიდენციალობის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით. შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში – არის თუ არა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის რომელიმე ნორმის/ნორმების დარღვევა, როცა ადვოკატი დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების ორდერებს გაასაჯაროებს ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე? ხაზი გაესმის მხოლოდ ორდერებს და არა სისხლის სამართლის საქმეებს, როდესაც ზემოაღნიშნული ემსახურებოდა საჯარო დაწესებულების წინაშე, კონკურსში მონაწილეობის პროცესში, მოქმედ ადვოკატად მუშაობისა და გამოცდილების დადასტურებას ამავე ადვოკატის მხრიდან, ამავე ადვოკატის ინიციატივით. ეთიკის კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაასკვნა, რომ ორდერში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2006 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილ მხოლოდ მინიმალურ რეკვიზიტებს და მასში არ არის აღნიშნული სხვა სახის ინფორმაცია, არ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და შესაბამისად, შესაძლებელია საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების დადასტურებისათვის წარედგინოს ადმინისტრაციულ ორგანოს. იხილეთ რეკომენდაცია სრულად >>>ეთიკის კომისიის რეკომენდაცია