პატიმრისათვის საფოსტო გზავნილის გაგზავნის პროცედურები1474 2014.02.14
პატიმრისათვის საფოსტო გზავნილის გაგზავნის პროცედურები
იმისათვის, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გაუგზავნოთ საფოსტო გზავნილი საჭიროა გამოცხადდეთ საქართველოს ფოსტის ნებისმიერ ფილიალში.საფოსტო გზავნილის გაგზავნის მსურველმა პირმა საქართველოს ფოსტის ფილიალში თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ადგილზე უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადი. ერთი თვის განმავლობაშიბრალდებულმა/მსჯავრდებულმა შესაძლებელია მიიღოს ამანათი და საფოსტო გზავნილი, რომელთა ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს 40 კილოგრამს. იმ შემთხვევაში თუ ამანათის ან საფოსტო გზავნილის წონა აღემატება დადგენილ ყოველთვიურ ზღვრულ წონას, ამანათი/საფოსტო გზავნილი არ გადაეცემა ადრესატს, ინახება დაწესებულების ადმინისტრაციაში ან უბრუნდება გამგზავნს. საფოსტო გზავნილის ღირებულება ფიქსირებულია და მიუხედავად წონისა შეადგენს: ა) 3 ლარი, თუ ამანათის მიღება-ჩაბარება ხორციელდება ერთი და იგივე ტერიტორიულ ერთეულში (ქალაქი, დაბა, რაიონი). ბ) 5 ლარი თუ ამანათის მიღება ხდება ერთ ტერიტორიულ ერთეულში და ჩაბარება სხვა ტერიტორიულ ერთეულში. ნებისმიერი საფოსტო გზავნილი ექვემდებარება დეტალურ შემოწმებას, პირველ ეტაპზე საქართველოს ფოსტის შესაბამის ფილიალში, ხოლო მეორე ეტაპზე კონკრეტულ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საფოსტო გზავნილის გამგზავნმა პირმა დეტალურად უნდა შეისწავლოს ნებადართული ნივთების აღწერილობა და მის მიერ გასაგზავნი ამანათის შემცველობა. თუ კონკრეტული ამანათის შემადგენლობა არ ემთხვევა ნებადართული ნივთების კონკრეტულ აღწერილობას, ამ შემთხვევაში ამანათი არ მიეწოდება ადრესატს, ინახება დაწესებულების ადმინისტრაციაში ან უბრუნდება გამგზავნს. საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს საფოსტო გზავნილის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის ჩაბარებას არა უგვიანეს 3 დღის ვადაში. საფოსტო გზავნილის მეშვეობით აკრძალული ნივთის გაგზავნის მცდელობისათვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება შეინახოს და გამოიყენოს და შესაბამისად, აკრძალულია მას გაეგზავნოს საფოსტო გზავნილით გაეგზავნოს შემდეგი ნივთები: 1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები. 2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა. 3. სატრანსპორტო საშუალებები. 4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. 5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები. 6. ოპტიკური ხელსაწყოები. 7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი. 8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი. 9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები. 10. გადასამრავლებელი აპარატები. 11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები. 12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები. 13. ბანქო. 14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები. 15. მობილური ტელეფონები. 16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა). 17. ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები. 18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი. 19. ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები. აკრძალული ნივთების გაგზავნის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 მუხლის შესაბამისად.