რა შეზღუდვები წესდება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე760 2014.02.11
რა შეზღუდვები წესდება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე
გენმოდიფიცირებული თესლის დათესვა და მისი გამრავლება, პროდუქტის მოყვანა საქართველოში იქნება აკრძალული, გარდა გამონაკლისისა. კერძოდ, გენმოდიფიცირებული პროდუქტის დათესვა იქნება ნებადართული მხოლოდ დახურულ სივრცეში, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის. სხვა შემთხვევაში საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოყვანა აიკრძალება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, თუკი რომელიმე პროდუქტის თესლი, ნერგი, ჩითილი, ან ბოლქვი შეიცავს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ანუ არის გენმოდიფიცირებული, მისი საქართველოში მოყვანა აიკრძალება. აგულაშვილის განცხადებით, გამრავლების მიზნით გენმოდიფიცირებული პროდუქტის ქვეყანაში შემოტანა აიკრძალება, თუმცა თუ რომელიმე შემოტანილი კვების პროდუქტი ამ კომპონენტს შეიცავს, მაშინ მას ეტიკეტირება დასჭირდება. ამასთან, მისი თქმით, უკვე ამოქმედდა დადგენილება, სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა პროდუქტის შესახებ უნდა მიიღოს შესაბამისიინფორმაცია. დადგენილება ასევე გულისხმობს სანქციებს წესების დარღვევისთვის. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. წყარო www.bpn.ge